თბილისი Forbes-ის ვერსიით ევროპის საუკეთესო საახალწლო ქალაქების ათეულში მოხვდა
ცნობილი გამოცემის, Forbes-ის ვერსიით, თბილისი ევროპის საუკეთესო საახალწლო ქალაქების ათეულში მოხვდა.
„თბილისი - ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში. ეს გამოწვეული შედარებით დაბალი ფასებით (დაახლოებით ხუთჯერ იაფია ლონდონზე და პარიზზე. თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება იმდენივე ღირს, რაც ბერლინში 3-ვარსკვლავიანში. ასევე აღსანიშნავია დანაშაულის დაბალი დონე, უვიზო რეჟიმი ამერიკელი და ევროპელი ვიზიტორებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც უყვართ ჩასვლა ღვინის მოყვარულებს, თბილისში, რომელიც ლამაზად განათებულია და მორთულია საახალწლოდ, საშობაო ატმოსფერო იანვრის შუა რიცხვებამდეა შენარჩუნებული. ახალი წლის დღეებში იქ ტარდება ბევრი საჯარო კონცერტი, ხოლო თბილისის საშობაო ბაზრობა ევროპაში ერთ-ერთ ულამაზესად ითვლება“, - წერს Forbes.
თბილისის გარდა ევროპის საუკეთესო საახალწლო ადგილებს შორის მოხვდნენ ლონდონი, ლისაბონი, პრაღა, პორტუ. ედინბურგი, ასევე კუნძულები მადეირა და იბიცა.