EU-მ რუსული ბრილიანტების უმსხვილესი კომპანია "ალროსა" და მისი აღმასრულებელი დირექტორი დაასანქცირა
3 იანვარს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსული ბრილიანტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია "ალროსა" და მისი აღმასრულებელი დირექტორი პაველ მარინიჩევი დაამატა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა X-ზე დაწერა.
"ბრილიანტის აკრძალვის შესაბამისად, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ სანქციების მე-12 პაკეტთან ერთად, ევროკავშირი დღეს ჩამონათვალს დაამატებს ალროსას, ბრილიანტების მოპოვების უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში და მის აღმასრულებელ დირექტორს." - დაწერა ბორელმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12-ე პაკეტი 2023 წლის 18 დეკემბერს დაამტკიცა და ის პირველად შეეხო რუსულ ბრილიანტებს. შეზღუდვები 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.