თეგებით ძიება
03. 01. 2024 მსოფლიო

ირანში, ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლის, ქასიმ სოლეიმანის საფლავზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა, 171 კი დაშავებულია. 

როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, ორი აფეთქება ქალაქ კერმანის ცენტრში იმ დროს მოხდა, როცა სოლეიმანის მკვლელობიდან 4 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავის მიმდებარედ ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. 

BBC-ის ცნობით, კერმანის გუბერნატორის მოადგილემ მომხდარი შეაფასა, როგორც „ტერორისტული თავდასხმა“.

ცნობისთვის, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში განხორციელებული ოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, სულ მცირე 50 ადამიანი მოკვდა ქასიმ სოლეიმანის დაკრძალვაზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა