თეგებით ძიება

ვინ და როგორ მოპარა ედუარდ შევარდნაძეს ოქროს საათი

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კრიმინალური ფაქტი თბილისში, 1989 წლის აპრილში მოხდა, როდესაც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ე. შევარდნაძე თბილისში ჩამოვიდა. მაღალჩინოსნის გაქურდვის ოპერაცია ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების მიერ დაიგეგმა, ხოლო შესრულების რთული მისია ჯიბის და ბინების ქურდს სოსო ლომიძეს დაევალა.

სოსო 1942 წელს დაიბადა და 15 წლის ასაკში, ყველაზე დახელოვნებულ და ნიჭიერ ქურდად ითვლებოდა თბილისში. 25 წლამდე სოსო ჩვეულებრივ იზრდებოდა. შემდეგ კი, პროცესი უკუღმა წავიდა: წვერი ღინღლით შეეცვალა, ადრეული ჭაღარა გაუქრა, ხოლო სახეს, ბავშვური სიფუმფულე დაუბრუნდა...

როდესაც სოსომ თვალსა და ხელს შუა «გაახალგაზრდავება» დაიწყო, მას ქურდულ სამყაროში, ირონიულად, «მოხუცი» შეარქვეს. ყოველწლიურად, ის სულ უფრო და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლის მოსწავლეს დაემსგავსა. სოსოს «ბავშვობაში დაბრუნების» პროცესი, მის სიკვდილამდე გაგრძელდა... და როდესაც 1998 წ. 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, კუბოში 9-10-წლის ბიჭი იწვა.

1989 წ. «მოხუცი სოსო» 47 წლის იყო. მაგრამ, ისე გამოიყურებოდა როგორც მოსწავლე. თავის გარეგნობას ის «პროფესიონალურ» საქმიანობაში ადრეც იყენებდა და ამიტომ, როდესაც ე. შევარდნაძის გაქურდვა დაავალეს, სიამოვნებით დათანხმდა.

აპრილის ტრაგედიის შემდეგ თბილისში ჩამოსული ე. შევარდნაძე საზოგადოების წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს ხვდებოდა. ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა პიონერთა სასახლეში უნდ შემდგარიყო და ამის შესახებ ადგილობრივმა კრიმინალებმა იცოდნენ. მათ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის საქვეყნოდ დამცირება გადაწყვიტეს და სოსოს აღფრთოვანებული პიონერის როლის თამაში შესთავაზეს.

სოსომ წითელი ყელსახვევი გაიკეთა და ბავშვებს შეუერთდა, რომლებიც შევარდნაძის შესახვედრად, მწკრივში იდგნენ პიონერთა სასახლესთან. როდესაც მინისტრი მანქანიდან გადმოვიდა და ხალიჩაზე ფეხი დადგადა, ბავშვები დაინახა და გეზი მათკენ აიღო. «პიონერი სოსო» ბავშვებს გამოეყო, მას შეეგება და თან სიხარულით წამოიძახა: «თქვენ – ჩვენი მესია ხართ, იმდენ ხანს გელოდით! შეიძლება, ხელზე გემთხვიოთ?!»

მინისტრს გული აუჩუყდა, «ბიჭი» ხელში აიყვანა, ლოყაზე აკოცა, შემდეგ დასვა და გზა განაგრძო... ხოლო, «ის პიონერი» მაშინვე გაქრა და ნახევარ საათში, ქალაქიც დატოვა.

შევარდნაძემ კი მალევე აღმოაჩინა, რომ Philippe Patek-ის ოქროს სამაჯურიანი ბრილიანტის საათი, რომელიც მას გერმანიის მფედერაციული რესპუბლიკის მრეწველთა კავშირის პრეზიდენტმა აჩუქა, ხელზე აღარ ეკეთა.

საათის დაბრუნება მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოხერხდა და მის გამოსყიდვაში თავად ე. შევარდნაძე მონაწილეობდა.

რაც შეეხება ამ კრიმინალური ისტორიის მთავარ გმირს, ის ამ ამბის შემდეგ, სამკურნალოდ რუსეთში გაემგზავრა. თუმცა, «გაახალგაზრდავების» პროცესი შეუქცევადი აღმოჩნდა და ექიმები მას ვერაფრით დაეხმარნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ «სოსო ლომიძის ფენომენი», მსოფლიო მედიცინის და კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი პრეცენდენტი არ არის. გაურკვეველი გენური მუტაციის შედეგად, გაახალგაზრდავების პროცესი იტალიელ როზა ფარონსაც დაეწყო და 93 წლის ასაკში, ისე გამოიყურებოდა, როგორც 30 წლის ახალგაზრდა ქალი.

გააგრძელეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა