ჩინეთი რუსეთს სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს
ჩინეთი რუსეთის ფედერაციას სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს - ამის შესახებ ინფორმაციას "თაიმსზე" დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე პეკინმა რუსეთს სამხედრო მრეწველობის მიმართულებით დახმარება 10-ჯერ გაუზარდა. მხოლოდ 2023 წლის ივლისში კი ჩინელმა მწარმოებლებმა ოკუპანტებს 68 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მიაწოდეს.