ვინ იყო „ჰამასის“ გავლენიანი ლიდერი სალეჰ ალ-არური, რომელიც ისრაელმა მოკლა
სალეჰ ალ-არური „ჰამასის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ფიგურა იყო როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ალ-არურის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილე 57 წლის ალ-არური დაჯგუფებას სამხედრო ფრთის „ალ-ქასიმის ბრიგადების ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
ის ღრმად იყო ჩართული დაჯგუფების სამხედრო საქმეებში.
სალეჰ ალ-არური „ჰამასს“ 1987 წელს შეუერთდა. ის იყო „ჰამასის“ ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე მაღალჩინოსანი ირანთან და ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ლიბანში.
ის ისრაელის ციხეებში იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ ის იყო მოლაპარაკების მონაწილე გარიგებაში, რის შემდეგაც 1000-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს 2011 წელს ისრაელელი ჯარისკაცის გილად შალიტის გათავისუფლების სანაცვლოდ.
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ დაბომბა მისი სახლი დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ არურაში, რამალას მახლობლად. არური ლიბანში ცხოვრობდა.
ალ-არურის ლიკვიდირებასთან დაკავშირებით ისრაელს ოფიციალური კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.
ცნობისთვის ალ-არური 2 იანვარს ბეირუთში მოკლეს. ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ თქვა, რომ „მისი მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება“.