რა სასარგებლო თვისებები აქვს პიტაიას ანუ დრაკონის ხილს?
პიტაია, იგივე პიტაჰაია, დრაკონის ხილი ("დრაგონფუტი"), დრაკონის გული, ჩხვლეტია მსხალი - ასეთია რამდენიმე სახეობის კაქტუსის ხილის საერთო სახელწოდება. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და პოპულარული ეგზოტიკური ხილი გემოთი ერთდროულად მოგაგონებთ კივის, ბანანსა და ხენდროს, კონსისტენციით კი ძალიან სქელ არაჟანს ჩამოჰგავს. პიტაია პირველად ნახსენებია 1553 წელს ესპანელი პედრო სიესა და ლეონის წიგნში "პერუს ქრონიკა". უცნაური ის არის, რომ დრაკონის ხილი არა ხეებზე, არამედ კაქტუსებზე იზრდება. მცენარეები ხილს წელიწადში 5-6-ჯერ ისხამს. არომატული, მსხვილი თეთრი ყვავილები, რომლებისგანაც შემდგომში ნასკვი ვითარდება, მხოლოდ ღამით იხსნება და დილისთვის იხურება. ნაყოფი ვითარდება ყვავილობიდან 1-1,5 თვეში. ამ ტიპის კაქტუსების (Hylocereus) სამშობლოა მექსიკა, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა, თუმცა დღეს პიტაია სამრეწველო მიზნით მოჰყავთ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, იაპონიაში, ჰავაიზე, ისრაელში, ავსტრალიაში. ზოგან ჰექტარზე 30 ტონამდე მოსავალს იღებენ.
ნაყოფი ოვალური ფორმისაა, ძალიან ლამაზი, კანი გლუვი აქვს, ფოთლისმაგვარი წამონაზარდებით დაფარული. ნაყოფი შეიძლება იყოს წითელი ან ყვითელი. წითელ პიტაიას რბილობი თეთრი ან წითელი აქვს. წითელრბილობიანი ხილის მოყვანა გაცილებით ძნელია, ამიტომ ის უფრო იშვიათია და გემოც უფრო ინტენსიური აქვს, ვიდრე თეთრს. პიტაიას ნაყოფი ადვილად ზიანდება და ამიტომ ტრანსპორტირება ადვილი არ არის. მდიდარია ვიტამინებით, პროტეინებით, რკინით, ანტიდიოქსანტებით, მინერალებით, აქვს ბევრი სასარგებლო თვისება.
რა სასარგებლო თვისებები გააჩნია?
1. შეიცავს უხვი რაოდენობით C ვიტამინს, გამოდის რომ სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის.
2. გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტური ეფექტით.
3. მდიდარია ცილით, რაც ძვლებისთვის ძალიან სასარგებლოა.
4. რეკომენდებულია მაღალწნევიანებისთვის. პიტაჰაია წნევის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.
5. ლიკოპეინის ეფექტის საშუალებით, გულის შეტევის რისკს ამცირებს.
6. შაქართან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე მცენარეა.
7. არის დაბალკალორიული, გამოდის რომ საკმაოდ დიეტურია.
8. სხეულის ტენიანობას აბალანსებს. იცავს კანს ბაქტერიებისგან.
9. შეიცავს კალიუმის მინერალს, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ!