თეგებით ძიება

აიოვას საშუალო სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - არიან დაღუპულები და დაჭრილები

აშშ-ში, აიოვას საშუალო სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით „მმთავარი არხის“ ვებ-გვერდი ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ადამიანების გადასაყვანად ვერტმფრენები გამოიყენეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. თუმცა მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. უცნობია თავდამსხმელის მდგომარეობაც.

სკოლაში, სადაც დაახლოებით 1700 მოსწავლე სწავლობს, დღეს, არდადეგების შემდეგ პირველი სასწავლო დღე იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა