რატომ სუქდებიან თანამედროვე ქალები? - 5 მიზეზი
1 ცუდი დიასახლისი-ამჟამად ქალები სამჯერ უფრო მეტად მსუქნები არიან, ვიდრე გასული საუკუნის 80-იან წლებში, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები მანჩესტერიდან და ლონდონიდან(Manchester University and Royal Holloway, University of London), როდესაც გაანალიზეს სამედიცინო სტატისტიკა.
ახლანდელი ქალბატონები 20% -ინ ნაკლებს დიასახლისობენ, ვიდრე 30 წლის წინ, მიზეზი საკმაოდ მოხერხებული თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, შესაბამისად ქალებს ნაკლები კალორიები ეხარჯებათ.
მაგალითისთვის: ქალი, რომელიც იატაკს წმინდავს სამჯერ უფრო მეტ კალორიებს ხარჯავს, ვიდრე კომპიუტერთან მჯდომი.
2-სექსი-ერთი სქესობრივი აქტი ნახევარსაათიანი გარბენის ტოლფასია.ხოლო ორგაზმთან ერთად ოთხმაგი ასეთი გარბენაა.სექსის დროს კალორიები ისე იწვება, როგორც ნახშირი ორთქლმავალში.
ამიტომ მკვლევარები ქალებს ურჩევენ ინტენსიურად დაკავდნენ სექსით, ამასთანავე პროცესის დროს მაქსიმალურად მოძრავნი იყვნენ.
3-ბევრს ჭამს სახლში-ტანწერწეტა ტანი პირდაპირ კავშირშია ადგილზე და გარემოზე სადაც ქალი მიირთმევს საკვებს.როგორც აღმოჩნდა კალორიების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიირთმევს ქალი საკვებს, სახლში თუ რესტორანში, დაქალთან თუ მამაკაცების გარემოცვაში.
თუ ბრიტანელ დიეტოლოგს დევიდ ჰესლემს დავუჯერებთ, გათხოვილი, ან პარტნიორთან ერთად მცხოვრები ქალი ბევრად უფრო მეტ კალორიებს იღებს.იგი ყიდულობს კალორიულ პროდუქტებს და ქმართან ან პარტნიორთან ერთად მიირთმევს მამაკაცურ დოზას.
თუ ქმარი ხანგრძლივ მივლინებაში წავიდა, ქალი ამ დროს წონაში იკლებს, ეს არა იმიტომ ხდება, რომ მან პარტნიორის გარეშე მოიწყინა, არამედ ზომიერი კვების შედეგია, გვიმტკიცებს დევიდ ჰესლემი.
ჰესლემის კანადელმა კოლეგამ მერიდიტ იანგმა კი 500 ქალზე ჩაატარა დაკვირვება საზოგადოებრივ კვებით ადგილებში, კერძოდ კაფეებსა და რესტორნებში, ქალი რომელიც კავალერთან ერთად არის ბევრად უფრო მოკრძალებულად მიირთმევს საკვებს, ვიდრე ვთქვათ დაქალთან ერთად.
დასკვანა ცალსახაა გვიმტკიცებს იანგი:თუ გინდათ ქალებო გახდომა იარეთ რესტორანში კავალერთან ერთად და არა დაქალების გარემოცვაში.
4-ქალის ტვინს არ შეუძლია ებრძოლოს მადას-ასეთ მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა დოქტორი ჯინ-ჯეკ ვენგი(Dr Gene-Jack Wang) ნიუ-იორკიდან.
მსუქანი მამაკაცები მეოთხედით ნაკლები რაოდენობის არიან, ვიდრე მსუქანი ქალები.ეს გახლავთ მსოფლიო სტატისტიკა.მიზეზი?მეცნიერის აზრით ქალები დიეტის და სპორტდარბაზში სიარულის შემდეგ უფრო მალე "კრიფავენ" კალორიებს ვიდრე მამაკაცები.მათ უფრო ნაკლებად აქვთ თავშეკავების უნარი ვიდრე მამაკაცებს.ამაში კი დამნაშავეა ქალის ტვინი.ქალს უფრო ნაკლებად აქვს თავშეკავების უნარი როდესაც მათ წინაშე რაიმე გემრიელი საკვებია.
ამ მხრივ მამაკაცები უფრო თავშეკავებულები არიან, გვიმტკიცებს დოქტორი ვენგი.
დოქტორმა ვენგმა ეს ფენომენი ქალის და მამაკაცის ტვინის ტომოგრამების სურათების შესწავლის შედეგად აღმოაჩინა.13 ქალს და 10 მამაკაცს მან სთხოვა 17 საათი ეშიმშილათ, შემდეგ კი მათ წინაშე დაალაგა წინასწარ განსაზღვრული საყვარელი კერძები, თან დავაალა, რომ არ მიერთვათ საყვარელი კერძები და ფიქრი გადაეტანათ სხვა რამეზე.
პროცესს მეცნიერი პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიით აკვირდებოდა(PET).
მამაკაცებმა შესძლეს ჩაეხშოთ საკვებზე ფიქრი, ქალებს კი ეს არ გამოუვიდათ.
5-გამხდარი ქალები ნაკლებად მშობიარობენ -ევოლუციურმა ბიოლოგმა სტეფან სტერნსმა(Stephen Stearns)იელის უნივერსიტეტიდან შეისწავლა რამდენიმე ათასი ქალის სამი თაობის სტატისტიკური გენეოლოგია მოყოლებული 1948 წლიდან, მათ შორის: რეპროდიქტიული პერიოდი, სიმაღლე, წონა, არტერიული წნევა, ქოლესტერინის რაოდენობა და რაც მთავრია შვილების რაოდენობა და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:როგორც აღმოჩნდა დაბალი და პუტკუნა ქალებს უფრო მეტი შვილები ჰყავდათ ვიდრე მაღლებს და გამხდრებს, შესაბამისად გენეტიკურად შემდეგი თაობაც ისეთივე იბადებოდა, ასე, რომ გამხდარმა, ტანწერწეტა ქალებმა პუტკუნა ქალებთან გენეტიკური ბრძოლა წააგეს.