თეგებით ძიება

პრეზიდენტისგან არაფერი არ გამიკვირდება. რასაც ვხედავ, შეუძლია, შეიწყალოს - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ "არ გაუკვირდება" თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ამის შესახებ მან საპატრიარქოში, პატრიარქ ილია მეორის იუბილეზე მისვლისას ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პრეზიდენტს დისკრეცია აქვს, თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება. პრეზიდენტისგან არაფერი არ გამიკვირდება. რასაც ვხედავ, შეუძლია, შეიწყალოს". - ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი, ბოდბელი ეპისკოპოსი პასუხობს: "საპატიმროში კარგა ხანია, არ მინახავს, მე მგონი, მშვენიერ პალატაშია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა