თეგებით ძიება

13 წლის ვილის გიბსონი პირველი ადამიანია, რომელმაც Tetris-ი „დახურა"

13 წლის ამერიკელმა უილის გიბსონმა 1985 წელს შექმნილი თამაში Tetris-ი „დახურა“. გიბსონი მოქმედებებს იმდენად სწრაფად ასრულებდა, რომ თამაშის დროს უმაღლეს ქულას მიაღწია და სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. აქამდე ამის გაკეთება მხოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო.

Tetris-ის შემქმნელებს ეს შეუძლებლად მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ თამაში უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო

უილის გიბსონს „ტეტრისი“ ყველა ტურის ფავლისთვის 38 წუთი დასჭირდა. მოზარდმა ვიდეო YouTube-ზე ატვირთა

„ღმერთო ჩემო, ახლა გავითიშები, თითებს ვერ ვგრძნობ“ - ამბობ უილისი ვიდეოში. ბიჭი თამაშმა 2021 წელს გაიტაცა. მას შემდეგ კვირაში დაახლოებით 20 საათის განმავლობაში თამაშობდა „ტეტრისს“ და სხვადასხვა ტურნირშიც მონაწილეობდა

კოგნიტიური მეცნიერების პროფესორის ტომ სტეფორდის თქმით, 13 წლის ბიჭის ეს მიღწევა მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იცვლება ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები ციფრულ ეპოქაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა