თეგებით ძიება
05. 01. 2024 მსოფლიო

ერთი წლის ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადააგდო, რომელიც თოვლში გაიყინა... - სად მოხდა შემთხვევა?

ეკატერინბურგში, ნასვამმა 30 წლის მამაკაცმა ერთი წლის ქალიშვილი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადააგდო. ბავშვი ოთხი დღის განმავლობაში თოვლში იწვა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი SHOT იტყობინება.

არხის ცნობით, შემთხვევა 30 დეკემბერს, პოსადსკაიას ქუჩაზე მოხდა. მამაკაცმა მეუღლესთან კამათის დროს ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო. გოგონას ცხედარი მხოლოდ 3 იანვარს, სახლის შესასვლელთან აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ მშობლებმა დაივიწყეს ბავშვი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში თოვლში იწვა.

 მამა, ამჟამად, დაკავებულია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის“ მუხლით არის აღძრული. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ მანამდე ის უკვე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა