ქალის მკვლელობისთვის სასჯელი უნდა იყოს სიკვდილით დასჯა და არა სამუდამო პატიმრობა - თურქეთის მთავარი პროკურორი
თურქეთის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ბექირ საჰინმა ხელისუფლებას შესთავაზა ფემიციდისთვის სიკვდილით დასჯა აღადგინონ, რადგან მისივე თქმით, დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სამუდამო პატიმრობა რიგ შემთხვევებში არასაკმარისია. ამის შესახებ მან CNN Turk-თან ინტერვიუში განაცხადა.
თურქეთის მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ფემიციდისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა არ აბრკოლებს სხვებს იგივე დანაშაული ჩაიდინონ.
„მიმაჩნია, რომ მსჯავრდებულთათვის {ქალის მკვლელობის გამო} სასჯელი უნდა იყოს სიკვდილით დასჯა. სიკვდილით დასჯა უნდა იყოს სასჯელი ზოგიერთი დანაშაულისთვის. კაცი, რომელმაც ორსული ქალი დაჭრა, სიკვდილი უნდა მიესაჯოს და არა უვადო პატიმრობა.
თურქეთში სიკვდილით დასჯა პრაქტიკულად არ გამოიყენება 1984 წლიდან. ქვეყანამ ის ოფიციალურად აკრძალა 2004 წელს ევროკავშირში შესვლის ხელშემწყობი რეფორმების ფარგლებში.
თურქეთში კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა.