"ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო..." - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა
რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ, შენ იქ... ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-თქო...
ისევ უხმოდ, გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი, ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი, ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა, შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე ...
ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო... მომენატრე,“ - დაწერა სოციალურ ქსელში ნინო ბერიძემ.
ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.