თეგებით ძიება
05. 01. 2024 მსოფლიო

რომის პაპი ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვის ახალი წესის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება და გამარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს

რო­მის პაპი ერთი და იმა­ვე სქე­სის წყვილ­თა და­ლოც­ვის ახა­ლი წე­სის თა­ო­ბა­ზე გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას არ ეთან­ხმე­ბა და გა­მარ­ტე­ბას კი­დევ ერთხელ აკე­თებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სულ თვე­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ კა­თო­ლი­კე მღვდლებს ერ­თსქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბის და­ლოც­ვის ნე­ბარ­თვა მის­ცა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

4 ინ­ვარს, ვა­ტი­კა­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტში ფრან­ცის­კემ უარ­ყო კონ­სერ­ვა­ტო­რი კა­თო­ლი­კე­ე­ბის კრი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქორ­წი­ნე­ბა არის უწყვე­ტი კავ­ში­რი ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის.

ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა წყვი­ლე­ბის და­ლოც­ვა არ ნიშ­ნავს ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბის კურ­თხე­ვას. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ღმერ­თი მი­ე­სალ­მე­ბა ყვე­ლას.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, თა­ვად მღვდელ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში და­ლო­ცავს თუ არა ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან წყვი­ლებს.

ამას­თა­ნა­ვე, ერთი და იმა­ვე სქე­სის წყვილ­თა და­ლოც­ვის შე­სა­ხებ ფრან­ცის­კეს მიერ გა­სულ თვე­ში გა­მო­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი ნე­ბა­დარ­თუ­ლად ით­ვლე­ბა მხო­ლოდ კაც­სა და ქალს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა