უკრაინაში რუსულ აგრესიას 514 ბავშვი ემსხვერპლა - დაშავდა 1 170-ზე მეტი
უკრაინის გენერალური პროკურატურის 5 იანვრის მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 514 ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 1 172-ზე მეტი არასრულწლოვანი.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვსა და კიევის ოლქებში:
დონეცკის რეგიონში - 498;
ხარკოვის ოლქში - 306;
კიევის ოლქში - 143;
ჩერნიგოვის ოლქში - 72;
ლუგანსკის ოლქში - 67;
ნიკოლაევის ოლქში - 97;
ხერსონის ოლქში - 132;
ზაპოროჟიეს ოლქში - 99;
დნეპროპეტროვსკის ოლქი - 777;
ლუგანსკის ოლქში - 67.
თუმცა, უკრაინის პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.