ღაზაში ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ საჭიროდ ჩაითვლება - ისრაელის თავდაცვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზაში მიმდინარე ომსა და შემდგომ გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ღაზაში ოპერაციები მოიცავს გვირაბების განადგურებას, საჰაერო, სახმელეთო დარტყმებს და სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან დახმარების გაწევას.
გალანტის თქმით, ღაზაში ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ეს საჭიროდ ჩაითვლება.
ინფორმაციისთვის, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, ღაზაში ისრაელის საპასუხო სამხედრო ქმედების შემდეგ 22 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.