თეგებით ძიება
05. 01. 2024 მსოფლიო

ისრაელი საკუთარ საფლავს ითხრის - „ჰამასის“ ლიდერი

„ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხალედ მაშალის განცხადებით, ისრაელი, მათ წინააღმდეგ ომის წარმოებით, საკუთარ საფლავს ითხრის.

„ამ ამპარტავან, კრიმინალ სიონისტ მტერს, ღაზის წინააღმდეგ ბარბაროსული აგრესიის სამი თვის შემდეგ მისი წარუმატებლობის და იმედგაცრუების მიუხედავად, თავისი კრიზისის საზღვარგარეთ ექსპორტი სურს“, - განაცხადა ხალედ მაშალმა „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის, სალეჰ ალ-არურის ბეირუთში მკვლელობაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ილუზიაა ის, რომ ლიდერების მკვლელობა წინააღმდეგობის მოძრაობის ნებას დაარღვევს.

„მტერი ფიქრობს, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა წინააღმდეგობის ნებას დაარღვევს და ხელმძღვანელობას დაასუსტებს. მან არ იცის, რომ ეს დიდი ილუზიაა. ყოველთვის, როცა ლიდერი ეცემოდა, ის მაღლდებოდა და ლიდერის მოწამებრივი სიკვდილი სხვებს იმავე გზაზე აყენებს, იგივე ნებით, იგივე სიმტკიცით“, - აღნიშნა ხალედ მაშალმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა