თეგებით ძიება
05. 01. 2024 მსოფლიო

„ჰამასის“ ტერორისტებს არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ცაჰალი“ მალე დატოვებს ღაზის სექტორს - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ცაჰალი“ მალე დატოვებს ღაზის სექტორს.

"ღაზის სექტორის ჩრდილოეთით [ისრაელის] ძალები ასრულებენ მიმდინარე მისიას. ისინი ახდენენ [ძალების] რეორგანიზებას, რათა მალე განახორციელონ რეიდები და საჰაერო დარტყმები", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

იოავ გალანტის თქმით, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

"ჩვენი ძალები ანადგურებენ "ჰამასის" ცენტრალურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის იმ ადგილებს, სადაც "ჰამასი" აწარმოებდა რაკეტებს", - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა