თეგებით ძიება

"ნუ გაავრცელებთ მცდარ ინფორმაციას გთხოვთ, ზურა ბერიკაშვილი ცოცხალია და ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას" - რას წერს ზურა ბერიკაშვილის ოჯახის წევრი?

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. ამას მსახიობის დის შვილი, ანო მაისურაძე გამოეხმაურა.

„გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი! ზურიკო ცოცხალია, უკეთესად არის, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას. ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ.

მადლობა,“ - დაწერა ანო მაისურაძემ.

გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას მსახიობის მეგობარიც ეხმაურება.

„მეგობრებო, კოლეგებო, ნუ გაავრცელებთ მცდარ ინფორმაციას გთხოვთ, ზურა ბერიკაშვილი ცოცხალია და ყველაფერი იქნება კარგად,“ - დაწერა თამუნა მეფარიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა