თეგებით ძიება

"ყინვა მოიმატებს..." - ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. დღესვე, საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გამოდარება მოსალოდნელია ორი დღით, 7 და 8 იანვარს, თუმცა 7 იანვრის ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი.

„ღამის საათებში, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდა, მაგრამ ამჟამად კვლავ შემოდის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ნოტიო და შედარებით ცივი ჰაერის მასები. ამიტომ დასავლეთ საქართველოში კვლავ განახლდება ნალექი, მაგრამ დღის 12:00-13:00 საათიდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც გადმოინაცვლებს ეს ნოტიო ჰაერის მასები და აქაც უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან იქნება წვიმა, რომელიც დროგამოშვებით გადავა თოვლში და თოვლ-ჭყაპის სახით იქნება გამოსახული. საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. არაა გამორიცხული, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქიც იყოს. შედარებით თბილია ზღვისპირა რაიონები. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +8 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში – 3-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, რაც ხვალ, დილის საათებიდან შესუსტება. ამ საღამოს ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია დასავლეთ რეგიონებში. კახეთის რეგიონსა და დედაქალაქში გამოიდარებს, მაგრამ იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება. გამოდარება მოსალოდნელია ორი დღით, 7-8 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყინვა მოიმატებს 7 იანვრის ღამის საათებში“, – განაცხადა დოდო გვაზავამ პირველ არხთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა