თეგებით ძიება

სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მსოფლიო ვარსკვლავმა, ემის ნომინანტმა და კოსმეტიკური ბრენდის მფლობელმა აღნიშნა, რომ შესაძლოა მან მუსიკალური კარიერის კარი მალე სამუდამოდ დახუროს.

„ვგრძნობ, რომ მხოლოდ ერთი ალბომის გამოშვებაღა შემიძლია. რაც დრო გადის ვხვდები, რომ მირჩევნია რაღაც ერთი ვიპოვო, რაზეც ვფოკუსირდები“, - აღნიშნა გომესმა.

მისი თქმით, მუსიკალურ კარიერას სამსახიობო კარიერა ურჩევნია.

პატარა ასაკიდანვე გომესს მუდამ მსახიობობა სურდა. მისი მუსიკალური კარიერა მხოლოდ და მხოლოდ „დისნეის“ ინიციატივით დაიწყო, როდესაც მათ გომესს სიმღერა იმ სერიალისთვის ჩააწერინეს, რომელშიც თავად მონაწილეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა