ჯოზეფ ბორელი ლიბანს ეწვევა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, 5-7 იანვარს ლიბანს ეწვევა.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბორელი შეხვდება ლიბანის პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის, პრემიერმინისტრ ნაჯიბ მიქატის, საგარეო საქმეთა და ემიგრანტების საკითხთა მინისტრს აბდალა ბუ ჰაბიბს და ლიბანის შეიარაღებული ძალების სარდალს გენერალ ჯოზეფ აუნს.
"მისია იქნება ღაზაში და მის ირგვლივ არსებული სიტუაციის ყველა ასპექტის განხილვის საშუალება, მათ შორის, მისი გავლენა რეგიონზე, განსაკუთრებით კი, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული ვითარება. ასევე, რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირმა 4-ჯერ, 100 მილიონ ევრომდე გაზარდა," - ნათქვამია პრესრელიზში.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ ვიზიტისას ბორელი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რეგიონის ლიდერებთან დიპლომატიური ძალისხმევის გაღრმავების აუცილებლობას, რათა შეიქმნას პირობები ისრაელსა და პალესტინას შორის და რეგიონში შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.