ფინეთში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა - 43° დაფიქსირდა
ფინეთში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
ფინური მედიის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ქვეყანაში -44,3°C-მდე დაეცა. დღის განმავლობაში ენონტეკიოს აეროპორტში -44C იყო, ხოლო ღამით -44,3-მდე დაეცა.
ფინეთში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1999 წლის 28 იანვარს იყო, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -51,5°C-მდე დაეცა.
ძლიერი ყინვების გამო ფინეთმა შესაძლოა ელექტროენერგიის მოხმარების ეროვნული რეკორდი დაამყაროს.