გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც მოიცავს საბრძოლო მასალას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, ბერლინმა კიევს „ლეოპარდ 2 A6“ ტანკების საბრძოლო მასალაც გადასცა. ამასთან, დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს : Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რაკეტებს IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, TRML-4D-ის ორ სარადარო სადგურს, 9 000-ზე მეტ 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალას, ნაღმების გამწმენდ Wisent 1 ტიპის ორ ტანკს, დრონის აღმოჩენის 30 სისტემას, 34 სატრანსპორტო საშუალებას, 3 ათასზე მეტ ჩაფხუტს, MK 556 -ის ტიპის 30 შაშხანას და 750 000 ვაზნას და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას.