ქარელში, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახნენ - დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი მგზავრები არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.