სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა
დროებით ოკუპირებული ყირიმის რეგიონის ქალაქ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ე.წ. გუბერნატორზე, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის მტკიცებით, სევასტოპოლისა და სტრელეცკაიას მიდამოებში დაფიქსირებული კვამლი სამხედროების მიერ შენიღბვის სტანდარტულ საშუალებების გამოყენებით არის გამოწვეული.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში სახმელეთო და საზღვაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა.