თეგებით ძიება

რომელია საქართველოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი ?

საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე 65.3 კაცია 1 კვ. კმ-ზე. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. შედარებისთვის, 2022 წელს მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ.-ზე 64.5 კაცი იყო.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი თბილისია. დედაქალაქში მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე ერთ კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე 2,462.5 კა­ცია, რაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებე­ლია.

თბილისის შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ.-ზე 124.6 კაცია, მას მოსდევს - შიდა ქართლი 72.9 კაცით. ამ უკანასკნელს მცირედით ჩამორჩება იმერეთი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე 72.2 კაცს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, ასე გამოიყურება:

ქვემო ქართლი - 68.8 კაცი;

გურია - 51.3 კაცი;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40.1 კაცი;

კახეთი - 26.9 კაცი;

სამცხე-ჯავახეთი - 23 კაცი;

მცხეთა-მთიანეთი - 16.6 კაცი;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.9 კაცი.

წყარო : bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა