თეგებით ძიება

როდის აღდგება მესტიის გზაზე გადაადგილება

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“, საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

მათი თქმით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე, კვლავ აღინიშნება ქვათაცვენა, ასევე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რომელიც გზის სავალ ნაწილს კეტავს და შესაბამისად, ყველა სახის ავტორანსპორტის მოძრაობა დღესაც ვერ აღდგება.

ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ როდის გახდება შესაძლებელი მოძრაობის სრული აღდგენა.

ცნობისათვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ73 მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა გუშინ, 4 იანვარს ჩამოიშალა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა