თეგებით ძიება

"ერთ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე... მეორეს დაზიანებული აქვს სახე" - რას აცხადებს გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკით დაშავებულთა მდგომარეობაზე

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძე აცხა­დებს, რომ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, წელს პი­რო­ტექ­ნი­კით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია:

"თუ შე­ვა­და­რებთ გა­სულ წლებს, შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე მოზ­რდი­ლებ­ში ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ეს სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია, თუმ­ცა წინ არის შობა, ძვე­ლით ახალ წელი დაა შე­საძ­ლოა, შემ­თხვე­ვე­ბი იყოს", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

"ერთი, 9 წლის ბავ­შვი, ახალ წლამ­დე და­ზი­ან­და და ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და მკერ­დზე, მტევ­ნებ­სა და კი­სერ­ზე. მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მე­ო­რე, 6 წლის ბიჭი, გუ­შინ შე­მო­ვი­და ჩვენს კლი­ნი­კა­ში სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იგი სტა­ბი­ლუ­რია, ძა­ლი­ან ღრმა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აქვს, თუმ­ცა სახე დამ­წვა­რი აქვს." - ამ­ბობს გუგა ქა­ში­ბა­ძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა