ანდერს ბრეივიკი ნორვეგიის ხელისუფლებას უჩივის
ანდერს ბრეივიკი ნორვეგიის ხელისუფლებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო უჩივის. ნეონაცისტი ტერორისტი აცხადებს, რომ ციხის საკანში იზოლაციითა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის აკრძალვით, მისი უფლებები ირღვევა.
სარჩელს ბრეივიკის ადვოკატი სასამართლოში 8 იანვარს შეიტანს , ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბრეივიკი სახელმწიფოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო უჩივის.
ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ანდერს ბრეივიკი საზოგადოებისთვის ამ დრომდე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და იზოლირებულ საკანში მისი ყოფნა, აუცილებელია.