თეგებით ძიება

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა,1 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება სოფელ რუისთან მომხდარ ავარიაზე

რამდენიმე საათია, ქარელის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მიზეზი სოფელ რუისთან მომხდარი მძიმე ავარიაა.

ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მას მგზავრები თბილისიდან ხაშურში გადაჰყავდა.

დაშავდა 4 მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქარელისა და ხაშურის კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს, სამი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეოთხე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა