ერთს სახე აქვს დაზიანებული, მეორეს - კისერი, გულმკერდი და ორივე მტევანი - ქაშიბაძე პიროტექნიკით დაშავებულებზე
თბილისში დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებულ 2 ბავშვს მკურნალობენ.
ექიმის თქმით, ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„წლევანდელი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შედარებით კლებაა, ფეიერვერკით და მაშხალებით მიღებული დაზიანებების, როგორც ბავშვებში, ასევე, მოზრდილებში. ეს სასიხარულო ფაქტია, თუმცა წინ არის შობა, ძველით ახალ წელი და შესაძლოა, შემთხვევები იყოს.
ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში 2 პაციენტი გვიწევს. ორი ბავშვი, 6 წლის და 9 წლის. ერთი მათგანი შემოვიდა ახალ წლამდე, მეორე კი ახალი წლის შემდეგ, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ერთს აქვს სახე დაზიანებული, მეორეს კისრის წინა ზედაპირი, გულმკერდი, ორივე მტევანი, მას ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა, მდგომარეობა ამ წუთისთვის არის სტაბილური“, - აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.