თეგებით ძიება
06. 01. 2024 მსოფლიო

ღაზის მომავალი ისრაელის გადასაწყვეტი არ არის - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ ღაზა პალესტინის მიწაა და მისი მომავალი ისრაელის გადასაწყვეტი არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

"ისრაელის გადასაწყვეტი არ არის ღაზას მომავალი, რომელიც პალესტინის მიწაა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პრინციპს და პატივი ვცეთ მას", - აღნიშნა კატრინ კოლონამ.

მანამდე ისრაელის მთავრობის ორმა მინისტრმა ღაზის მოსახლეობის ანკლავის გარეთ გადასახლება მოითხოვა.

ფრანგი დიპლომატის თქმით, ასეთი მოწოდებები უპასუხისმგებლოა და „გვაშორებს გადაწყვეტილების პოვნას“.

"ღაზა პალესტინის მიწაა, რომელსაც სურს გახდეს მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორი სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც ერთადერთი ეფექტური ვარიანტია. ღაზა და დასავლეთ სანაპირო ერთად უნდა იყვნენ მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი", - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა