გორში სათამაშო პისტოლეტით გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი დააყაჩაღეს
გორში სათამაშო პისტოლეტით გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი დააყაჩაღეს. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში 2 იანვარს მოხდა.
გამოძიების მტკიცებით, ორი პირი ობიექტის ოპერატორს თავს დაესხა და თანხა წაართვა. მათგან ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი პოლიციამ უკვე დააკავა.
დაყაჩაღებისას ბრალდებულმა თანხა მოითხოვა და ერთ-ერთ თანამშრომელს ტელეფონიც წაართვა.
დაკავებულმა ბრალი აღიარა.