თეგებით ძიება

შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

ხვალ, 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. გთავაზობთ შობის დადგომისას წასაკითხ ლოცვას.

„მოწყალე ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულსა და სხეულს, ჩემს გრძნობებსა და ფიქრებს, ყველა ჩემს საქმიანობას. ჩემს რწმენას, საცხოვრებელ ადგილს, ჩემი სუნთქვის თითოეულ საათსა თუ დღეს, ჩემს წარმოდგენებს, სულისა და სხეულის სიმშვიდეს. შენ ხარ უფალი, რომელიც მოწყალების კალთას აფარებს ცოდვილ სამყაროს.

ჩემო ღმერთო, შეიწყალე ყველა ცოდვილი, დაიცავი და გაათავისუფლე ყოველგვარი ბოროტებისგან. ნუ გამირისხდები, თუ კაცთმოყვარეობისთვის გაგკიცხავ. შემიწყალე ჩემი სისუსტეების გამო, დამიფარე ვნებების,დემონებისა და ბოროტი ადამიანებისგან. ხილულ თუ უხილავ მტრებს ნუ მისცემ უფლებას, გადარჩენის გზაზე გადამეღობონ. მომიყვანე შენამდე. გლოცავ საუკუნოდ შენ, ჩემს შემქმნელს. ამინ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა