თეგებით ძიება

ქუთაისში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

ქუთაისში, ბუნებრივი აირით  ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს და სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. ხუთივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ გაზის წარმომადგენლები. მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა