თეგებით ძიება

საბერძნეთ-ალბანეთის საზღვარზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ალბანელმა მესაზღვრეებმა საბერძნეთის საზღვარზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი საიუველირო ნაკეთობების კონტრაბანდაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას argjiroja.net ავრცელებს.

ავტომობილში, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, სამალავი აღმოაჩინეს, სადაც ძვირფასეულობა და ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები, ე.წ. „საღებელები“ იდო. ასევე მანქანაში 6 ათასი ევროც იყო ნაპოვნი. ფული და საიუველირო ნაკეთობები ნივთმტკიცებულებების სახით ამოღებულია.

პოლიცია მხოლოდ დაკავებულთა ასაკს ასახელებს - 32 და 36 წლის. ამჟამად მასალები ალბანეთის პროკურატურას გადაეცა და გამოძიება მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა