თეგებით ძიება

"მთვრალი ვიყავი და ამიტომ დავაყაჩაღე" - ახალი დეტალები გორში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე

ყაჩაღობა გორში - ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ადვოკატი ვაჟა სუხიტაშვილი "პირველებს" უყვება, რომ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც 20 წლის ბრალდებულს ახლა ციხეში სამი წლის გატარება მოუწევს, სამი წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული ამბობს, რომ მთვრალი, არ იცოდა რას ჩადიოდა იყო და სწორედ ამიტომ დააყაჩაღა ბენზინგასამართი სადგური.

ასევე ირკვევა, რომ 20 წლის ბიჭს არა ნამდვილი, არამედ სათამაშო იარაღი ჰქონდა.

ქარელიდან წამოვიდა არასრულწლოვანთან ერთად. ეს არის 20 წლის ბიჭი. იმ დღეს საახალწლო ზეიმებზე მიდიოდა, თუმცა არ მივიდა. სახლიდან წამოღებული ჰქონდა იარაღი, რომელიც ნამდვილს ჰგავდა. შევიდა, მარტო იყო ოპერატორი, ფული მოსთხოვა და იმანაც მისცა, რაც ნავაჭრი ჰქონდა. დაახლოებით, 280-300 ლარზეა საუბარი. აიღო მისი ტელეფონი, შემხვედრ მანქანას გაჰყვა ქარელისკენ და იმ ბავშვს 40 ლარი მისცა, თან უთხრა, რომ მეტი არ იყოო და შემდეგ წავიდა. ის ფული სახლში ჰქონდა შენახული. მეორე დღეს მივიდნენ პოლიციელები და ის თანხა ამოიღეს. დაკავებული ამბობს, რომ მთვრალი ვიყავი და ამიტომ დავაყაჩაღეო", - აცხადებს ადვოკატი ვაჟა სუხიტაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა