ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ ლიბანში დავბრუნდი, რათა ამ რთულ დროს, გამოვხატო მხარდაჭერა. მნიშვნელოვან შეხვედრებს გავმართავ, რომლებიც ღაზაში მიმდინარე ომის გავლენას შეეხება ლიბანსა და რეგიონზე.
პრიორიტეტს წარმოადგენს რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატება, რათა პირობები შეიქმნას ისრაელს, პალესტინასა და რეგიონს შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - წერს ბორელი.