უხვმა ნალექმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
უხვმა ნალქემა ვანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ინტენსიური წვიმების შედეგად, სოფელ შუამთაში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ყუმური ადიდდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სადაც წყალი ეზოებში შევიდა. ასევე, წაღებულია სამდრედიის სოფელ ტოლებთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილი.
„ინტენსიურმა წვიმებმა პრობლემები გამოიწვია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. კერძოდ, სოფელ უხუთში განვითარდა მეწყრული პროცესები, ჩაკეტილი იყო საავტომობილო გზა, რომელიც ტექნიკის გამოყენებით უკვე გაიწმინდა. ასევე პრობლემური არის სოფელ ყუმურში მისასვლელი გზა, სადაც ამ მომენტისთვის ტექნიკა მუშაობს. ასევე პრობლემაა სოფელ გადიდში, სოფელ სულორში და შუამთაში, სადაც უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ყუმურიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა რამდენიმე ოჯახი. დღის ბოლომდე, ყველა ლოკაცია იქნება გასუფთავებული“, - განუცხადა „კურიერს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერმა.