ვინ იყო ქართველი, რომელმაც მსოფლიოს ნატალია ვოდიანოვა და ირინა შეიკი "აჩუქა"
ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი მოდელები ირინა შეიკი და ნატალია ვოდიანოვა ქართველმა მამაკაცმა აღმოაჩინა ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი მოდელები ირინა შეიკი და ნატალია ვოდიანოვა ქართველმა მამაკაცმა აღმოაჩინა და სწორედ მან მისცა ბიძგი მათ კარიერას.
ეს იყო სკაუტი გია ჯიქიძე, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია.
გია ჯიქიძე საერთაშორისო სამოდელო სააგენტო "გრეის მოდელ ვორლდ"-ის პრეზიდენტი იყო - რუსი მოდელების პირველი და ერთადერთი აგენტი დასავლეთში. იგი 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე უცნობია - ოფიციალური ვერსია გულის შეტევაა.
გია ჯიქიძე კრასნოდარში დაიბადა, ცნობილი სკაუტი იყო. სანამ თავის სააგენტოს დააარსებდა, სამოდელო სააგენტო ვივა-ში მუშაობდა. ამ სააგენტოს დავალებით ეძებდა მოდელებს რუსეთსა და უკრაინაში. მახვილი თვალისა და განსაკუთრებული ალღოს წყალობით, მას მართლაც შეეძლო ნამდვილი მარგალიტების პოვნა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბებზე გადიოდნენ.
როგორც გითხარით, მისი აღმოჩენილები არიან ნატალია ვოდიანოვა, ირინა შეიკი. ეს გოგონები, რუსეთის პროვინციიდან, სწორედ ამ კაცის წყალობით გავიდნენ ჯერ რუსეთის დედაქალაქში, მერე კი მსოფლიო პოდიუმებზე და მაღალანაზღაურებად ტოპმოდელთა შორის მოხვდნენ. ასევე გიას აღმოჩენილები არიან „მის რუსეთი-90“ ვიქტორია დრონოვა, ტოპ-მოდელი ინა ზობოვა, კატია ელიზაროვა, ევგენია ვოლოდინა, ელენა მელნიკი, ოლგა შერერი.
გარდა იმისა, რომ ეს კაცი ნამდვილი პროფესიონალი იყო, ახერხებდა, ყველა გოგონასთან საოცრად თბილი ურთიერთობები შეენარჩუნებინა და ყველა მათგანი დღემდე განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს მათზე მზრუნველ აგენტს.
„შესანიშნავი სკაუტი იყო... თუმცა ალბათ ერთადერთი ბუკერი, რომელიც უბრალოდ კი არ ეძებდა მოდელებს, მათ გამო განიცდიდა კიდეც“, - იხსენებს ნატალია ვოდიანოვა, რომელიც გიამ გაიყვანა პროვინციული ქალაქიდან, სააგენტოში გაუკეთა პორტფოლიო და სულ ცოტა ხანში გერმანულ „ელთან“ დაადებინა კონტრაქტი. ამის შემდეგ დაიწყო მისი აღმასვლა.
ასევე გია ჯიქიძის დამსახურებაა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში ადგილობრივ სამოდელო კონკურსზე დანახულ მშვენიერ გოგონაში - ირინა შაიხლისლამოვაში, მომავალი მსოფლიო მოდელი დაინახა, მასაც მოჰკიდა ხელი და დედაქალაქში წაიყვანა.
გია ჯიქიძის შემდეგ მისი საქმე მისმა დისშვილმა ნინო ჯიშიაშვილმა გადაიბარა, სწორედ ის ხელმძღვანელობს ამჟამად სააგენტოს გრეის მოდელ ვორლდს.
წყარო: მშობლები გე