თეგებით ძიება

"კიდევ კარგი რამდენიმე პატიოსან მღვდელს ვიცნობ, რომლებიც არ უძღვნიან ცხოვრებას ჯიპებს, ნაშებს, ბიზნესის წილებს” – ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

,,ლავრენტი ბერიას, სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ხატებს წერენ და უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ალბათ ხომ სამებაში? ჯალალ ედ დინის, აღა მაჰმად ხანის, ბუღა თურქის, აბულ ყასიმის და თემურ ლენგის ხატებიც არ დაგავიწყდეთ ემანდ. ეგენიც ერთობ სათნონი, სათუთნი და ქართველთ და ქრისტეს მოყვარენი იყვნენ. მარაზმი ხდება ეკლესიაში, მარაზმი და მეტი არაფერი! კიდევ კარგი რამდენიმე პატიოსან მღვდელს ვიცნობ: მართლა ქრისტეს რომ უძღვნიან ცხოვრებას და არა ჯიპებს, ნაშებს, ბიზნესის წილებს და აგერ უკვე სტალინის ხატებს” - წერს ელისაშვილი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა შესწირეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა