გოგა ბითაძემ „ატლანტასთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა
NBA-ში მოასპარეზე ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ „ატლანტასთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა, მისმა „ორლანდომ“ კი ოვერტაიმში 117:110 გაიმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 27:35 წუთი გაატარა და 11 ქულა, 14 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
36 მატჩის შემდეგ „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 10 იანვარს „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს.