თეგებით ძიება
08. 01. 2024 მსოფლიო

2024 წელი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი წელია - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2024 წელი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი წელია, ვინაიდან ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდება კონტინენტის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევების ფონზე, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო.

"ჩვენ გვაქვს არჩევნები ევროპაში, გვაქვს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ღია, თავისუფალი დემოკრატიების გამარჯვება", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპას მოუწოდა, უფრო იყოს ფოკუსირებული თავდაცვაზე და დასძინა, რომ "თავდაცვა ევროპის ფუნდამენტური ამოცანა უნდა იყოს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა