თეგებით ძიება
08. 01. 2024 მსოფლიო

რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ რიბინი, როსტოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ რიბინი, როსტოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ რიბინის ცხედარი ქალაქ შახტის რეგიონში საავტომობილო ტრასასთან იპოვეს. ჟურნალისტის დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. 

რიბინი "Рабкор"-ის მუდმივი ავტორი იყო და ასევე რუსულ მედია Lenta.ru-სთან შტატგარეშედ მუშაობდა.

"Рабкор"-ის ტელეგრამის არხის მიხედვით, გარდაცვლილი ჟურნალისტი ეთერში უკანასკნელად 30 დეკემბერს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან ჩაერთო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა