თეგებით ძიება

ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც კვლავ თავის მიმართულებით იმუშავებს - გია ვოლსკი

რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც კვლავ თავის მიმართულებით იმუშავებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რესურსი აღარ აქვთ, რომ იმუშაონ, რასაც ჰქვია პოლიტიკური მუშაობა, პარლამენტში მუშაობა. ვფიქრობ, კვლავ უნდა ველოდოთ იმას, რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი რესურსი, რომლითაც ისინი წარმოდგებიან საზოგადოების წინაშე. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარებისთვის აუცილებელი ისეთი პირობები, რომელსაც ვერანაირად ვერც ერთი გადაჯგუფებული თუ გადმოჯგუფებული გუნდი ვერ შესთავაზებს. ეს სამწუხარო ფაქტია და რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც თავის მიმართულებით კვლავ იმუშავებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა