სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს
სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Mayadeen-ი იტყობინება.
„სარაკეტო იერიში განხორციელდა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, რომელიც მდებარეობს დეირ-ელ-ზორის აღმოსავლეთით, ალ-ომარის ნავთობის საბადოზე. იერიში სირიის ტერიტორიიდან განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.