სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება - დმანისის მუნიციპალიტეტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დმანისის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, აუდიტის დროს გამოვლინდა რიგი ხარვეზები, მათ შორის: ფინანსური რესურსების მართვაში, შესყიდვების მართვაში, ასევე მუნიციპალური სერვისების მიწოდების კუთხით და სხვა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები. კერძოდ:
წყლის სისტემებს ემსახურება არალიცენზირებული პირი;
მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით;
მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.