თეგებით ძიება

ხაშურში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დიდი და პატარა სატივეს (სოფლების) დამაკავშირებელ გზის ნაპირას [მიწის] მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა.

"პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები," - ნათქვამია მერიის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა